"გურია ნიუსის" მასალას, ქალაქ ოზურგეთში გაკრულ საგზაო ნიშანზე, რომელსავ ეწერა "ინვალიდი", ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან უკვე მოყვა რეაგირება.
"აღნიშნული ნიშანი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მითითების საფუძველზე პარკინგის ტერიტორიის მოიჯარე შპს '"ჭალა საყდარმა'" გააკრა. თუმცა ნიშნის ფორმა და შინაარსი ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ზომები უკვე მიღებულია და აღნიშნული ნიშანი ჩამოხსნილია. მის ნაცვლად პარკინგის ტერიტორიაზე სტანდარტების შესაბამისი ნიშანი იქნება განთავსებული"– გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.