ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში შუალედური არჩევნები 22 მაისს უნდა ჩატარდეს, თუმცა საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა.
უფრო მეტიც, "ქართულ ოცნებას" კანდიდატი ამ დრომდე არ შეურჩევია. "გურია ნიუსის" ინფორმაციით მმართველი გუნდი 2 კანდიდატურაზე მსჯელობს _ პედაგოგ ნონა ტუნაძეს და ბიზნესმენ ბადრი ხარაბაძეს შორის არჩევანი ჯერ ვერ გააკეთეს.
"ქართული ოცნების" ოზურგეთის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებენ.
_ ვმსჯელობთ კანდიდატურაზე და ორ დღეში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, _ გვითხრეს პარტიაში.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პარტიაში გვითხრეს, ნასაკირალში, საკრებულოს მანდატისთვის ბესო ქათამაძე იბრძოლებს.