ცოტა ხნის წინ შვედეთის ფოსტამ სპეციალური საფოსტო მარკები გამოსცა, რომლებზეც ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩია გამოსახული.
მარკების გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა შვედეთის ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს თაყვანისმცემელთა მხრიდან და თითქმის მთლიანი ტირაჟი ერთ დღეში გაიყიდა.
მარკებზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი სხვადასხვა ფორმაშია გამოსახული, ძირითადად კი გოლის გატანის ან მისი აღნიშვნის დროს. ერთ-ერთ მარკაზე აღბეჭდილია ფრაგმენტი შვედეთი-ინგლისის მატჩიდან, როცა ზლატანმა 2012 წლის საუკეთესო გოლად აღიარებული ბურთი გაიტანა ტექნიკურად ურთულესად შესრულებული დარტყმით.