თბილისში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, G4G –ისა და საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაციის ეგიდით გაიმართა ლიდერ ქალთა ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით – ,"ქალთა როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში."
შეხვედრის პირველ ნაწილში დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესო გამოცდილებებზე ისაუბრეს წარმატებულმა, ლიდერმა ქალბატონებმა ვერონიკა ლიმ – USAID – ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, რაშმიშანკიმ – მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, ADB; ქეთევან ჩხაიძემ – აზიის განვითარების ბანკი, ADB; ნათია მეფარიშვილმა – საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, GWBA; ნინო ჩიქოვანმა – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თამარ ჯაფარიძემ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი, თამარ რაზმაძემ – მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა ჯაფარიძემ – ქ. ოზურგეთის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი, ნინო სხირტლაძემ – მეწარმეობის განვითარების სააგენტო.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ერგო პატივი სოციუმში ქალთა ჩართულობის კუთხით კონფერენციაზე წარედგინა საქართველოს რეგიონების საჯარო სექტორი.
პრეზენტაცია ქ. ოზურგეთის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის, რეგიონისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ქალთა აქტივობის სტატისტიკურ მონაცემებს და რეალურად არსებულ ვითარებას ამ კუთხით. გააჟღერა ინიციატივა უცხოეთში მყოფი ქალბატონებისათვის მხარდამჭერი პროექტების შემუშავებისა და ამოქმედების თაობაზე. პრეზენტაციაზე გაკეთებულმა აქცენტებმა დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო მეწარმე ქალთა გამოცდილებების გაზიარებას, წლის ნომინანტების გამოვლენასა და დაჯილდოებას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს მასშტაბით მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთელმა ქალბატონებმა მხატვარ-გრაფიკოსმა თინათინ ჟღენტმა და ცვილით მხატვარმა ნანი ჭანუყვაძემ. ოზურგეთელი ქალბატონების საინტერესონამუშევრებმა დამთვალიერებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. თინათინ ჟღენტმა კი კერძო პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან არაერთი საინტერესო შემოთავაზება მიიღო სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.