პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, ეროვნული ბიბლიოთეკის ჯგუფმა ლევილში ქართული ბიბლიოთეკა მოაწყო.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით მუშაობა ერთ თვის განმავლობაში მიმდინარეობდა _ ამორჩევა, აღწერა, კლასიფიკაცია, განლაგება, ელექტრონული კატალოგის შექმნა, სკანირება.
_ უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია – ეს იქნება ერთგვარი კულუტრული ხიდი საქართველოსა და საფრანგეთს შორის, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას კეკელიძემ.
მისივე თქმით, ბიბლიოთეკის გარდა ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ლევილში არსებული ყველა საფლავი გადაიღეს, რომელსაც, აღწერილობებით და სხვა დეტალებით, photomatiane.ge-ს ცალკე სექციაში განათავსებენ.