გია ბერძენიშვილი 32 წლისაა. ორი შვილის მამა მესამეს მოლოდინშია.
გიას კარდიომეოფატია აქვს _ გულში სტიმულატორი აქვს ჩადგმული, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ იცვლება. მისი გამოცვლა კი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
15 აპრილს გიას ახალი ოპერაცია აქვს გასაკეთებელი _ აპარატია გამოსაცვლელი. მას კი ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ გააჩნია:
_ ოპერაციისთვის 19800 ლარია საჭირო, აქედან _ 15 000 ლარს ჯანდაცვის სამინისტრო მაძლევს. დარჩენილი თანხა კი არ მაქვს. ჩემი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მე მუშაობა არ შემიძლია, რადგან დატვირთვას გული ვერ გაუძლებს.
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა გულთან, მომცეთ საშუალება ვიცოცხლო და ჩემი მესამე შვილის დაბადება ვნახო.
სიცოცხლე მინდა ჩემი ამ ქვეყნად მოვლენილი და ჯერ კიდევ მოუვლენელი შვილებისთვის, ჩემი მეუღლისთვის, მოხუცი მამისთვის, _ ამბობს გია, რომელსაც იმედი აქვს, რომ ჩვენი მკითხველები აუცილებლად დაეხმარებიან.
_ ცოტა დრო დამრჩა. ათ დღეში თუ ფულს ვერ ვიშოვი, ოპერაციას ვერ გავიკეთებ და ჩემი შვილები დაობლდებიან, _ გვითხრა გიამ.
გიას დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მის საბანკო ანგარიშზე: ს.ს. „ლიბერთი ბანკი.
ანგარიშის ნომერი: GE79LB0211120463734000
მიმღები: გია ბერძენიშვილი
მფო: 220101441; მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22