უკრაინისთვის სავაჭრო ბარიერების მოხსნის შესახებ ჰოლანდიაში რეფერენდუმი ტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რეფერენდუმის ჩატარება ევროსკეპტიკოს აქტივისტების ინტერნეტ პეტიციამ გამოიწვია, რომელსაც 450 000 ხელმომწერი ჰყავს.
მაუწყებლის ინფორმაციით,ჰოლანდიის პარლამენტმა ევროკავშირის შეთანხმება უკვე დაამტკიცა და რეფერენდუმის ჩატარება არ არის საჭირო, მაგრამ კენჭისყრა მაინც მიმდინარეობს ევროკავშირის მიმართ საზოგადოების აზრის გამოსაცდელად.
BBC-ის ინფორმაციით, ბევრი ამომრჩეველი რეფერენდუმს იყენებს, როგორც შანსს და ევროკავშირის გაფართოებას აპროტესტებს.
როგორც ცნობილია, 2015 წელს ჰოლანდიაში მიღებული კანონის თანახმად, საკონსულტაციო რეფერენდუმის შედეგი იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ამომრჩეველთა აქტივობა 30%-ზე მაღალი იქნება.