ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს "მარულას" ლიკვიდაციის საკითხი დააყენა.
ამ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე დღეს იმსჯელეს.
"წლების განმავლობაში შპს "მარულას" დავალიანებამ, ჯარიმებისა და საურავის სახით, 150 ათასი ლარი შეადგინა. ჩვენი ბიუჯეტისთვის, რომელიც წელს უკვე გაწერილია, ამ თანხის აღება და გადახდა, მტკივნეულია, მაგრამ უნდა მოახდინოს. საკითხი ბიუროს სხდომაზეც გავლილია. " – განმარტა საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გია მამაკაიშვილმა,
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემაც ისაუბრა აღნიშნული ფაქტის ირგვლივ.
"ძალიან ცუდია, როცა ვინმე დააშავებს დ მერე ვიღაც იხდის ამ თანხას და ეს არის ხალხი! ამ თანხით ბევრი რამ გაკეთდებოდა. კიდევ ორი შპს გვყავს და უნდა ვიცოდეთ, როცა იქმნება ასეთი საზოგადოება, დამფუძნებლები პასუხისმგებელი უნდა იყონ ხალხის წინაშე." – თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
კონკრეტულად რა იყო შპს "მარულას" ფუნქცია, სადაც ცხენები ჰყავდათ, დიმიტრი კვერღელიძემ გვიპასუხა:
"არ ვიცი, რატომ შექმნეს თავის დროზე და რა ფუნქცია ჰქონდა. თქვენ მეტყვით, რად უნდოდა ცხენები საკრებულოს? ალბათ, ვიღაცის ახირების გამო,"– გვითხრა მან.