"ძალიან გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ და შემინარჩუნოთ სიცოცხლე. ობლად რჩებიან ბავშვები; სხვა გამზრდელი ჩემს გარდა, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ. მათ ერთი წლის წინ მამა დაკარგეს და ჩემი გარდაცვალების შემდეგ სრულიად ობლად დარჩებიან", _ ეს სიტყვები ოზურგეთელ მარინა ევგენიძეს ეკუთვნის, როემლმაც დახმარებისთვის "გურია ნიუსს" მიმართა.
მარინე ევგენიძეს, აქვს მძიმე დაავადება, სიმსივნე მეოთხე სტადიაში. მას სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ გადაუდებელი ოპერაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
თქვენ შეგვიძლიათ მისი გადარჩენა. გვჯერა საზოგადოების თანადგომის და გულისხმიერების.
გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 0901701072 (მაგთი,ბილაინი) ან გადარიცხოთ თანხა ლიბერთი ბანკის ანგარიშზე: GE20LB0711158445627000