საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" ფეხბურთელებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს. თამაში ოზურგეთის "მეგობრობის" სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყო.
ოზურგეთელმა ფეხბურთელებმა ამჟამად წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლეს. პირველ ტაიმში 23 წუთზე სტუმრების კარში ბურთი ამირან აბუსერიძემ გაიტანა. პირველი ტაიმის დამატებით დროში გიორგი თევდორაძემ ანგარიში გაათანაბრა.
დაძაბული აღმოჩნდა მეორე ტაიმი. "მერცხალის" ფეხბურთელმა გოგა ჭეიშვილმა 51 წუთზე დააწინაურა გუნდი, ხოლო 90 წუთზე ნიკა ჭკუასელმა გაიტანა ბურთი და თამაში ოზურგეთელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა.