დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" ფეხბურთელებს შეხვდნენ და გუნდის სატურნირო მდგომარეობა და სამომავლო გეგმები მათთან ერთად განიხილეს.
"მერცხალის" მთავარ მიზანს ამ ეტაპზე პირველ ლიგაში დარჩენა წარმოადგენს. გუნდმა გასულ სეზონზე საკმაოდ წარუმატებლად იასპარეზა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბისთვის სათანადო პირობების შექმნაზე ქალაქის მერია მთელი წლის მანძილზე ზრუნავდა, კეთილმოეწყო როგორც სტადიონი, გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები და გაიზარდა ფეხბურთელების ხელფასი, კლუბი ამჯერადაც ლიგიდან გავარდნის სტაბილური კანდიდატია.
თუმცა ბოლო სამმა მატჩმა, რომელიც "მერცხალმა" წარმატებით იასპარეზა, პირველ ლიგაში დარჩენის შანსები შედარებით გაზარდა.
გუბერნატორმა და ქალაქის მერმა ფეხბუთელებს ბოლო მატჩებზე მიღწეული წარმატებები მიულოცეს და მომდევნო თამაშისთვის, რომელსაც "მერცხალი" რუსთავში ჩაატარებს, გამარჯვება უსურვეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved