"გურია ნიუსის" ვებგვერდზე დამთავრდა გამოკითხვა _ "გადალახავენ თუ არა "რესპუბლიკელები" კოალიციის გარეშე საარჩევნო ბარირერს?"
გამოკითხვაში სულ მონაწილეობა მიიღო 212-მა უნიკალურმა მნახველმა ანუ, გამოკითხვის მთელ პერიოდში ერთ ვიზიტორს მხოლოდ ერთხელ შეეძლო ხმის მიცემა.
გამოკითხულთაგან 44 (20,75%) ფიქრობს, რომ "რესპუბლიკელები", კოალიციის გარეშე, საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, 161 (75,94%) გამოკითხული ფიქრობს, რომ ვერ გადალახავენ, 7 (3,3%) გამოკითხულს უჭირს პასუხის გაცემა.
ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ახალ გამოკითხვას _ "გადალახავს თუ არა "ეროვნული ფორუმი", კოალიციის გარეშე, საარჩევნო ბარიერს?"
მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია!