"ნასას" მარსმავალმა Curiozity-მ წითელი პლანეტის შესწავლის ისტორიაში პირველად მიიღო ქვის ნაბურღი. რამდენიმე დღეში ქვის მტვერი აპარატის კორპუსში განლაგებულ ქიმიურ ლაბორატორიაში მოთავსდება.
მარსის ზედაპირზე ის 2015 წლიდან მუშაობს და მასზე მოთავსებული მინიატურული ბურღით ორი ღრუ გააკეთა ბრტყელ ქვაში, რომელსაც „კონ კლეინი“ დაარქვეს მარსმავლის ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელის პატივსაცემად, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა.
მეცნიერთა ჯგუფი გაოცებულია, რომ ახალაღებული ნიმუში სულაც არ იყო მარსისთვის დამახასიათებელი ჟანგისფერ-წითელი ფერის, რაც რკინის დაჟანგვასთან არის დაკავშირებული.
როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა: "ბევრი ჩვენგანი წლების განმავლობაში სწორედ ამ დღისთვის მუშაობდა. ახალი ნიმუშის განსხვავებული ფერი, ანუ ნაცრისფერი, მიუთითებს იმაზე, რომ მას შეუძლია, ინფორმაცია მოგვცეს არა მხოლოდ მარსზე არსებული რკინის, არამედ, წითელ პლანეტაზე მილიარდი წლის წინ არსებული პირობების შესახებ."