პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს.
ამის შესახებ კვირკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"განათლების სფეროში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩვენი განათლების სისტემა, განსაკუთრებით მე საუბარი მაქვს უმაღლესი განათლების სისტემაზე, პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს. მე შემიძლია, მოგიყვანოთ ჩემი შვილების მაგალითი, რომლებსაც ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელი, რომ არ აერჩიათ ბიზნესის სპეციალობა…მე საერთოდ არ მესმის, 18 წლის ახალგაზრდამ რატომ უნდა ისწავლოს ოთხი წელი ბაკალავრის დონეზე ბიზნესი. ჩემი დიდი მცდელობისა მაინც ვერ გადავარწმუნე რომ პროფესიად არ აერჩიათ ბიზნესი.ის უნარ-ჩვევები რომელსაც ისინი იძენენ, არ ემყარება უფრო ფუნდამენტურ განათლებას.
იმდენი ადამიანი ამთავრებს საქართველოში ამ სპეციალობას და შემდგომში ფაქტიურად არიან უმიმართულებოდ, რჩებიან უმუშევრები და უწევთ გადაკვალიფიცირება. მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს რესურსს ამაში. როდესაც კერძო სექტორს უწევს საკუთარი რესურსის დახარჯვა იმაში, რომ გააგზავნოს ახალგაზრდები საზღვარგარეთ, რათა მეტი კვალიფიკაცია შესძინოს თანამშრომლებს. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ხუთჯერ მეტ დიპლომატს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია ვაკანსიები მომავალი წლისთვის", _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.