https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სკანდალური „ჩვილების საქმის“ გაშიფრული სქემა და დანაშაული, რომლის გამოც არავინ დასჯილა

1:04; 19.04.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ერთადერთი, რაც აინტერესებთ, ჩემი გაჩუმებაა და არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის ხელსაყრელ პირობებს განგებ სთავაზობენ კრიმინალებს, რადგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოულოდნელად მომიხსნეს დაცვა, რომელიც 4 თვის განმავლობაში თავად ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით მყავდა დანიშნული, როგორც კრიმინალების მხრიდან საფრთხეში მყოფ პირს", _ ეს განცხადება ასოციაცია "მომავლის იმედის" ხელმძღვანელს, თამარ ხაჭაპურიძეს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სკანდალური საქმის გამოძიების დასრულებას უკვე წლებია ითხოვს.

საუბარია ე.წ. ჩვილების საქმის შესახებ, რომლის დროსაც, საქართველოდან სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები გაყალბებული დაბადების მოწმობებით გაიყვანეს, რაც პროკურატურის მიერ უკვე დადასტურებულია. თუმცა, საქმის გამო პასუხისგებაში ჯერჯერობით არავინ მიუციათ.

კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებლ პრობლემებზე კომენტარი დღეს გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და პროსტიტუციის საკითხებში მო დე მოერ-ბუკიკიომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ "საქართველოში სუროგაციასთან დაკავშირებული პრაქტიკა შეშფოთებას იწვევს".

რა სქემით გაყავთ ჩვილები ქვეყნიდან, ვინ მიაწოდა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია საქართველოში კომერციული სუროგაციით გამოწვეულ პრობლემაზე, რა კავშირი აქვს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს "ჩვილების საქმის" გამოძიებასთან, ვინ და რატომ აფარებს ხელს დამნაშავეებს, "გურია ნიუსი"  ასოციაცია "მომავლის იმედის" ხელმძღვანელს, თამარ ხაჭაპურიძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო თამარ, გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა მო დე ბოერ–ბუკიკიომ დღესჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კომერციული სუროგაციის საკითხი პრობლემურია და "საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც კანონმდებლობით არ არის დაცული ამ გზით დაბადებული ბავშვების ინტერესები და შესაბამისად, ირღვევა მათი უფლებები. კანონი არაფერს ამბობს, ამ გზით დაბადებული ბავშვების მიმართ, რის გამოც ბავშვები ხდებიან ექსპლოატაციის და ძალადობის მსხვერპლი რაც მათ ინტერესებს და უფლებებს ეწინააღმდეგება". ხომ არ შეხვედრიხართ ქალბატონ მო დე ბოერ–ბუკიკიოს ან ხომ არ მიაწოდეთ ინფორმაცია ქვეყანაში სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვთა პრობლემების შესახებ?

_ მე ელექტრონული ფოსტით მივაწოდე  დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. ერთის მხრივ ის არის უცნაური, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც წლებია არ სჯის საქართველოდან ყალბი დოკუმენტებით ბავშვების გაყვანის ორგანიზატორებს, საქართველოში იწვევს გაეროს ექსპერტს ბავშვთა ტრეფიკინგის საკითხებში და ასევე უცნაურია ის, რომ ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო მართავს პრესკონფერენციას, საუბრობს საქართველოს კანონებზე და ამ დროს ირკვევა, რომ სრულიად არასწორ ინფორმაციას ფლობს ქართულ კანონმდებლობაზე სუროგაციასთან მიმართებაში. საქართველოს პრობლემა მის სამართალდამცავ ორგანოებში არსებული  კორუფცია და უპასუხისმგებლობაა და არა საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს სუროგატი დედის დედად რეგისტრაციას, რაც წარმოადგენს დამცავ მექანიზმს ამ გზით დაბადებული ბავშვების სუროგატი დედების მეშვეობით გაყიდვისგან. პრობლემა ისაა რომ კრიმინალები ამ კანონს არღვევენ, მალავენ სუროგაციის ფაქტს და სუროგატ დედებს ბიოლოგიურ ანუ კანონიერ დედებად არეგისტრირებენ, მერე კი მამად ასახელებინებენ იმ პირს, ვისაც უნდათ რომ ბავშვი გადასცენ და ქვეყნიდან გააყვანინონ. ამ კრიმინალური სქემის დროს მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანაში სუროგაცია ნებადართულია თუ აკრძალული, რადგან სქემა გათვლილია სუროგაციის ფაქტის დაფარვაზე. ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ ჩაიყვანონ სუროგატი და მშობიარობის დროს დაარქვან ბიოლოგიური დედა. კანონი როგორიც არ უნდა იყოს, საფრთხე ყოველთვის იქნება თუ ხელისუფლება დამნაშავეებს არ დასჯის და მფარველობას გაუწევს. საქართველოს პროკურატურის უმოქმედობის გამო მართლაც საფრთხეში არიან ბავშვები.

_ჩვენ ვკითხეთ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, რა იცის მან საქართველოს მთავარ  პოკურატურაში ე.წ. ჩვილების საქმის გამოძიების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე დღის წინ შეხვდა მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? დასრულდა თუ არა ამ საქმის გამოძიება?

_ ე.ი.  პროკურატურამ დამალა ფაქტები, დამალა საკუთარი უნიათობა,  გულგრილობა და დანაშაული. სცხვენოდეს, ირაკლი შოთაძეს! 2015 წლის 26 ნოემბერს მისი მთავარ პროკურორად არჩევის დღეს, პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე მან  მეც და პარლამენტარებსაც პირობა მოგვცა რომ ამ საქმის გამოძიებას დაასრულებდა, ნაცვლად ამისა მან საქმე თაროზე შემოდო და მალავს.

_  წინა წელს საუბრობდით, რომ ეს გამოძიება შეაჩერებინა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ. ამბობდით, რომ გაქვთ ამის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, თუმცა პროკურატურა 2 წლის განმავლობაში ამით არ დაინტერესებულა. ხომ არ შეიცვალა რამე და მიაწოდეთ თუ არა პროკურატურას ეს მასალები?

_დიახ, პროკურატურა ამ მასალებით 2 წლის განმავლობაში არ ინტერესდებოდა. მერწმუნეთ, რომ მაგათ არც დღეს არაფრის გამოძიება არ აინტერესებთ ამ საქმის ირგვლივ, ერთადერთი რაც აინტერესებთ ჩემი გაჩუმებაა და არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის ხელსაყრელ პირობებს განგებ სთავაზობენ კრიმინალებს, რადგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოულოდნელად მომიხსნეს დაცვა, რომელიც 4 თვის განმავლობაში თავად ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით მყავდა დანიშნული, როგორც კრიმინალების მხრიდან საფრთხეში მყოფ პირს. არაფერი არ შეცვლილა, გამოძიება ისევ იმ ეტაპზეა, დამნაშავეები გარეთ არიან ანუ საფრთხე არ მოხსნილა და მე ამ დროს დაცვა მომიხსნეს და ჩემთვის დაცვის მოხსნის თაობაზე გამოტანილ პროკურორის დადგენილებასაც კი არ მაძლევენ, რომ მოხსნის მიზეზი მაინც ამოვიკითხო. ეს ხომ ჩემი უფლებაა ვიცოდე რატომ მომიხსნეს დაცვა. ეს უწყება მაფიის ბუნაგს უფრო ჰგავს ვიდრე პროკურატურას.

_ პარლამენტის სხდომათა დარბაზში თქვენ პირობა მიიღეთ ირაკლი შოთაძისგან, რომ მთავარ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, ის პირად კონტროლზე აიყვანდა ამ საქმეს. ხომ არ გქონიათ რაიმე კონტაქტი შოთაძესთან პროკურორად დანიშვნის შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით?

_მთავარი პროკურორის რანგში მისი პირველი სამუშაო დღე ირაკლი შოთაძემ ჩემთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე იყვნენ აგრეთვე შოთაძის მოადგილეები, ქალაქ თბილისის პროკურორი, "ჩვილების საქმის" პროკურორი და გამომძიებელი. ამ შეხვედრის შემდეგ მეორე დღესვე შეცვალა საქმის პროკურორი და გამომძიებელი, თბილისის პროკურატურიდან  საქმე გადმოიტანა მთავარ პროკურატურაში და მე დამინიშნა დაცვა. ეს ყველაფერი ან თავიდანვე ფარსი იყო ან მოგვიანებით გამონახეს კრიმინალებმა საერთო ენა შოთაძესთან რადგან დღეს აღარც დაცვა მყავს და საქმეც ისევ თაროზეა შემოდებული.

_ თქვენი  ინფორმაციით, სუროგაციის გზით გაჩენილი რამდენი ბავშვია ქვეყნიდან გაყვანილი?

_ სუროგაციის გზით გაჩენილი ყველა ბავშვი უკანონოდ ჩასახული და უკანონოდ გაყვანილი არ არის. ჩვილების საქმე აღძრულია იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც კანონიერი მშობლების არსებობის გარეშე ჩასახეს და უცხოელ მამაკაცებს ყალბი საბუთებით გააყვანინეს ქვეყნიდან. ემბრიონის მისაღებად  დონორი ქალების კვერცხუჯრედებს იყენებენ, ამიტომაცაა რომ სუროგატი დედა არ წარმოადგენს ბავშვის ბიოლოგიურ დედას. ათობით ბავშვია უკანონოდ გაყვანილი როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და სხვა მონაცემებიდან ირკვევა.

_  სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის პროცესი გამოძიების დაწყების შემდეგაც  გრძელდება?

_დღეს კიდევ უფრო დიდი მასშტაბები აქვს მიღებული იგივე ჯგუფის მიერ ქართველი ბავშვების გადაცემას გეი უცხოელებზე, ვინაიდან ქართველი დონორები და სუროგატები საზღვარგარეთაც გაჰყავთ  გეი უცხოელების და სხვა გაურკვეველი ხალხის მომსახურეობის მიზნით. სუროგატები ჩაყავთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს კრიმინალური სქემა ჯერ არ არის გაშიფრული, იქ ამშობიარებენ სუროგატებს, მალავენ სუროგაციის ფაქტს და ამ გზით მამად არეგისტრირებინებენ ნებისმიერ პირს ანუ ბავშვზე უფლებამოსილებას გადასცემენ ნებისმიერ პირს, მერე კი სუროგატს დედობაზე უარს აწერინებენ. ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან ეს საშინელი დანაშაული არ შეჩერდება. ამ დანაშაულით მილიონები ილექება როგორც დამნაშავეების ასევე მათი მფარველების ჯიბეებში.

_ რა იცით სუროგაციის ცენტრის New Life Georgia- ს დამფუძნებლის მარიამ კუკუნაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ? როგორც აცხადებდით, ის ქვეყნიდან წავიდა. ამბობდით, რომ მან საქართველოს დატოვება ხელისუფლების დახმარებით შეძლო.

_როგორც კი მე დაცვა დამენიშნა კუკუნაშვილმა ოჯახთან ერთად დაახლოებით ათ დღეში საქართველო დატოვა. ეს იყო 2015 წლის დეკემბერში, მას მერე აღარ ჩამოსულა. პროკურატურამ იცოდა რომ მიდიოდა, მე გავაფრთხილე მთავარი პროკურორი სმს-ით წინასწარ. "ჩვლების საქმეზე" ყველა მტკიცებულება უკვე დიდი ხნის მოპოვებულია. უფრო მეტიც,  არსებობს პროკურორ შალვა ცერცვაძის 2013 წლის 7 მაისის დადგენილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ჩვილების დაბადების მოწმობები გააყალბეს "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" თანამშრომლებმა, იმ პერიოდში ამ სუროგაციის სააგენტოს დირექტორი იყო მაკა ლაბაური, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე და ინგლისური ენის სპეციალისტი.  2014 წლის თებერვლიდან საქმე აღძრულია სსკ 344 პრიმა მუხლით, რაც ყალბი დოკუმენტებით საზღვარზე გადაყვანას გულისხმობს. პროკურატურისთვის სრულიად ცხადია, რომ საზღვარზე გადაყვანის ორგანიზატორი არის იგივე ჯგუფი, რომელმაც ჩვილების დოკუმენტები გააყალბა სწორედ საზღვარზე გაყვანის მიზნით. ეს ისევე ცხადია, როგორც ორჯერ ორი უდრის ოთხს. პროკურორები უკვე დიდი ხანია ვეღარ მისახელებენ რა მტკიცებულება დარჩათ საქმეზე მოსაპოვებელი. ყველა მტკიცებულება ხელში უჭირავთ.

_ რამდენად გამართულია საქართველოს კანონმდებლობა და არეგულირებს თუ არა ის სუროგაციის გზით ქვეყნიდან ბავშვების გაყვანის საკითხს?

_საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში გარკვევით წერია, რომ სუროგაციის მეთოდით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ უშვილო წყვილს შესაბამისი სამედიცინო ჩვენების არსებობის შემთხვევაში. ამავე კანონში წერია, რომ სუროგატ დედას არ აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება. აღწერილი დანაშაულის შემთხვევაში კი სუროგაციის ფაქტის დაფარვა ხდებოდა და სუროგატ დედებს დედებად არეგისტრირებდნენ, რათა უდედო ბავშვები მათი მეშვეობით უცხოელი მამაკაცებისთვის და ჰომოსექსუალებისთვის გადაეცათ. ამრიგად საქართველოში არა საკანონმდებლო ბაზის დეფიციტი, არამედ ხელისუფლებაში და პროკურატურაში კეთილსინდისიერი ხალხის დეფიციტია.

თქვენი ინტერნეტ გამოცემის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს: გადმომეცეს პროკურატურის დადგენილება რომლის საფუძველზეც მე მომეხსნა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას და მე მინდა ვიცოდე რა მოტივებით დამტოვა სახელმწიფომ დაცვის გარეშე, მაშინ როდესაც გასული 4 თვის განმავლობაში საჭიროდ თვლიდა რომ მესაჭიროებოდა დაცვა და ხარჯავდა ჩემს 6-კაციან დაცვაზე ათასობით ლარს? რა შეიცვალა 4 აპრილს? ოფიციალური წერილით, სმს-ებით 5 აპრილიდან მოყოლებული ამაოდ ვითხოვ ამ დადგენილებას. საქართველოს მოსახლეობის წინაშე დაასახელოს რა მტკიცებულება აკლია ჩვილების საქმეს და თუ ვერ ასახელებს, განმარტოს რატომ არ უყენებს ბრალს დამნაშავეებს. მე ვაცხადებ, რომ პროკურატურა უკვე წლებია ვერ მაძლევს პასუხს ამ შეკითხვაზე.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ საქმეზე მუშაობას აგრძელებს. მთავარი პროკურატურის პოზიციას და საქმის საინტერესო დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: 

სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაზე კანონი მკაცრდება

ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა შემაშფოთებელია – გაეროს სპეციალური მომხსენებლი

სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის მოწმობაში ორივე მშობელი ჩაიწერება

სუროგაციის გზით დაბადებულმა უცხოელების შვილმა, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვოს

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გაიცანით ადამიანები, რომლებმაც გია ბერძენიშვილი გადაარჩინეს

ზვიად კვაჭანტირაძე: "კანდელაკს მოურიდებლად შეიძლება ვუწოდოთ მაოხრებელი გზირი"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

14:52; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო