შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინ, ღამის საათებში, ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტ "ჩემი მარკეტის" ერთ-ერთი კონსულტანტი გოგონა მეგობარ მამაკაცთან ერთად დააკავეს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ორივე მათგანი ნარკოტიკულ ნივთიერებას "სუბოტექს" მოიხმარდნენ. სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება მათ ოჯახშიც აღმოაჩინეს.
შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიება მიმდიანრეობს სსკ. 260 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკუნონო შეძენა – შენახვას გულისხმობს.