"ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, როდესაც ციხეებში მყოფი ადამიანები ექვემდებარებიან გარკვეულ ძალადობას.
ჩვენ ვართ ევროპელები, თუმცა ღირსებასთან ერთად, ამ ტერმინს ასევე აქვს ქართველობის ასპექტის მხრივ დატვირთვა" _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ ვმუშაობდით და მჭიდროდ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან, ვენეციის კომისიასთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან თომას ჰამერბერგთან და ევროპის საბჭოს ამჟამინდელ მრჩეველთან, მაიკლ ბორნთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების აღნიშნვა.
დეპოლიტიზებული პოლიცია, საპროცესო გარიგების სისტემა, რომელიც ამჟამად უკვე მართლმსაჯულებას ემსახურება და არა ხელისუფლებას და ძალაუფლებას, პენიტენციური სისტემა, რომელიც მასობრივი ტერორის ინსტრუმენტს აღარ წარმოადგენს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა არის სრულყოფილი.
2016-2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმებულია საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის, მიმართულია მართლმსაჯულების და პენიტენციური რეფორმების გაძლიერებისკენ. ჩვენ გადავინაცვლეთ ზოგადი თემებიდან კონკრეტულ თემებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.