BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ საბერძნეთში ოლიმპიური ჩირაღდანი აინთო.
როგორც ცნობილია, ოლიმპიური ცეცხლი მსახიობმა კატერინა ლეჰოუმ მზის სხივების დახმარებით დაანთო.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ჩირაღდანს ბრაზილიაში 3 მაისს, 100-დღიანი მარათონის შემდეგ ჩაიტანენ.
ცნობისთვის, ოლიმპიური ცეცხლის ალი ქვეყნის მასშტაბით 500 ქალაქსა და ბრაზილიის სახელმწიფოს ყველა სოფელს მოივლის.
მაუწყებლის ცნობით,ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში დასრულდება.