საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ჰაერის ტემპერატურა +21-დან +26 გრადუსამდე მოიმატებს. დღეს კი, ჰაერის ტემპერატურა +10°C, +15°C იქნება. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მოთოვს.
დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.