საქართველოს ენერგეტიკისა სამინისტროს შენობის სახურავზე კომპანია "ჯეოსელის" კონტეინერს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოხერხდა.
"დამწვარია ენერგეტის სამინისტროს შენობის სახურავზე მდებარე "ჯეოსელის" კონტეინერი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე არავინ დაშავებულა", _ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახუში.
"გურია ნიუსის" კორესპონდენტი, რომელიც ადგილზე იმყოფება, ამბობს, რომ გრიგოლ ორბალიანის მოედანზე (ე.წ. კოლმეურნეობის მოედანი) ძლიერი დაკვამლიანება ტოტალიზატორ "კრისტალ ბეთისა" და "ალტა ოქეის" მაღაზიასთანაც შეინიშნება. თუმცა, ადგილზე მყოფი საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.