დღეს ოზურგეთში ერთი კლოგრამი თხილი – "ბერძნულა" 4 ლარი და 20 თეთრი ღირს "გულშიშველა" კი – 3 ლარი და 40 თეთრი. მოსახლეობას ახლა ყველაზე მეტად აინტერესებს, მოიმატებს თუ არა თხილის ფასი სააღდგომოდ.
"გურია ნიუსი" გაესაუბრა თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე პირებს.
" ვფიქრობთ, ცოტათი მოიმატებს," – გვითხრა ერთმა. დანარჩენებმა კი მხრები აიჩეჩეს
"არა გვგონია, სერიოზული მატება იქნეს, პირიქით, შარშან, ამ დროს უფრო დაეცა, მით უფრო, წელს ფასის არნახული ვარდნა იყო და მომდევნო ხუთი დღის მანძილზე, არა გვგონია, თხილს გლეხის გულის გასახარი ფასი დაედოს, კონკრეტულ საიმედო ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ, იქეთ გკითხავთ, თქვენ ხომ არ გსმენიათ რაიმე საიმედო?" – გვითხრეს მათ.