"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ქალაქ ოზურგეთში ორი კანდიდატი იბრძოლებენ შუალედურ არჩევნებში. უკვე დასრულდა №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა.
"მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატის საარჩევნო ნომერი იქნება 42. მეც ეს ნომერი მქონდა და ველოდებით გამარჯვებას," – გვითხრა დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი გია კალანდარიშვილის შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მგელაძემ.
ჩვენთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ ქალაქ ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დეპუტატობის კანდიდატი არ წარადგინეს.