ბრიუსელში, მაელბექის მეტროსადგურმა მომხდარი აფეთქების შემდეგ მუშაობა განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტროში დაღუპულთა ხსოვნის კედელი გაკეთდა.
ბრიუსელის საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურებში სამხედრო და პოლიციის თანამშრომლები იმორიგევებენ.
როგორც ცნობილია, ტერაქტის შემდეგ მეტრო დილის 6 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობდა, თუმცა დღეიდან ბრიუსელში მეტრო ჩვეულებრივად, 04:30 -დან 00:30-მდე იმუშავებს.
როგორც ცნობილია, ევროპის ინსტიტუტებთან ახლოს, მეტროსადგურში 22 მარტს მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.