პაკისტანში დაბინძურებული ტკბილეულისგან 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 77 მოიწამლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის გამო სამართალდამცავებმა ადგილობრივი ტკბილეულის მაღაზიის ორი მეპატრონე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად ტკბილეულის მაღაზიაში პესტიციდების პაკეტი აღმოაჩინეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.