ირანში ოთხ ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებაში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია,სასამრთლომ Farhikhtegan-ის ჟურნალის მმართველ დირექტორს, ეჰზან მაზანდარის შვიდი წლით, ოპოზიციური საიტის თანადამფუძნებლის ძმას, დავოოდ ასადის 10 წლით, ხოლო აფარინ ჩიტსაზს და სამან საფარის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკულმა მედია ადვოკატების ჯგუფმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმეს, ხოლო ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა შეცვალოს ის კანონები, რომლებიც ჟურნალისტების დევნის საშუალებას იძლევა.
მაუწყებლის ცნობით, ჟურნალისტების ადვოკატებს სასჯელის გასაჩივრებისთვის 21 დღე აქვთ.