პოლონეთის ქალაქ კროტოსცუნში 21-24 აპრილს სუმოისტთა შორის ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი U-18, U-21, U-23 და უფროს ასაკში, სადაც ქართველი სუმოისტებიც გამოვიდნენ და 19 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენმა.
23 აპრილს ჩატარდა ევროპის სუმოს ფედერაციის კონგრესი, სადაც საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე 5 წლის ვადით აირჩიეს ევროპის სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად, ამასთან კონგრესზე გადაწყდა რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება საქართველოში.
2017 წლის მსოფლიოს თამაშებზე კი, რომელსაც პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უმასპინძლებს სამი ქართველი გამოვა _ ავთანდილ ცერცვაძე, გიორგი მეშვილდიშვილი და გიორგი კვიჭიშვილი, რომლებმაც მსოფლიოს თამაშებზე გამოსვლის ლიცენზია მოიპოვეს.