"გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას "შვილისთვის დახმარებას ითხოვს" კონკრეტული შედეგი მოჰყვა. ჩვენი რესპოდენტის, ნინო ბურგძგლას 9 წლის ბიჭს, დავით გაგუას, დღეს, სამედიცინო ეტლი გადაეცა, რომლის შეძენას ოჯახი ეკონომიური პრობლემის გამო წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა.
პატარს ეტლი დღეს გურიის გუბერნატორა გია სალუქვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გადასცეს.
სამედიცინო ეტლი სოფელ ჯურუყვეთში მცხოვრებ შუქრი ჭყონიასაც გადაეცა:
_ მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასოციაცია ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ ორგანიზაციასა და ამერიკელ დონორებს.
მათი მხარდაჭერით გურიაში 50 სტანდარტული ეტლი დარიგდა. სამომავლოდ მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ აღნიშნულ ორგანიზაციასთან კვლავ აქტიურად ვითანამშრომლებთ, _ აღნიშნა გია სალუქვაძემ.