https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მამაო, მიუტევე ამათ” _ მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან

12:04; 29.04.2016
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

"მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,34)

მაღალ გალავანს, ძველ იერუსალემს გარს რომ ერტყა, არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ღრმად სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. იუდაური რელიგიის აღმსარებელთათვის დიადი ხელმწიფის ეს წმიდა ქალაქი ერთგვარ შეუვალ ზღუდეს უნდა დაეცვა გარე სამყაროს ბოროტებისა და ცდომილებათაგან.

ქალაქში დაუშვებელი იყო უწმინდურება და სიბილწე. თვით ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა დასჯა მის კედლებს გარეთ აღესრულებოდა…

თხემის ადგილას, ამაღლებულ ბორცვზე, ქალაქის გალავნის გარეთ, ის ჯვარი იყო აღმართული , რომელზეც ჯვარს აცვეს ქრისტე. ჯვარს აცვეს, ვითარცა სჯულის დამრღვევი, ვითარცა შეურაცხმყოფელი ღმრთისა.

გოლგოთიდან კარგად მოჩანდა იერუსალიმი და ის ტაძარი, უფლის „ხილული“ სამყოფელი რომ იყო ღმრთის რჩეული ერისათვის და რომელშიც იწირებოდა მსხვერპლი მომავალი გამოსყიდვის წინა სახედ. ყოველივე ჯვარცმული მაცხოვრის თვალწინ გადაშლილიყო…

სახარების მიხედვით, ქრისტე ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებში იერუსალიმის ხილვისას წუხდა, რადგან ქალაქი, ქვეყნიერების ნათლად მოწოდებული, ბოროტებაში ჩაძირულიყო; ჭვრეტდა უფალი მის მოახლოებულ ნგრევასა და განადგურებას. უფლის თვალწინ გადაშლილიყო იერუსალიმი და გული მწუხარებასა და ტკივილს გრძნობდა, რადგან ის, ვისთვისაც სჯული იყო მოცემული, ის, ვის სახელზეც შეიწირებოდა მსხვერპლი, ვინც განუზომლად აღემატებოდა ტაძარს და მის სიწმინდეებს, ძე ღმრთისა იდევნებოდა უფლის ქალაქიდან;

სამღვდელოთა და მთავართაგან უარყოფილი და ბრბოსაგან შეურაცხყოფილი, ავაზაკთა შორის შერაცხილი, ტანჯვით აღესრულებოდა ჯვარზე იმ დროს, როცა იერუსალემი პასექის დღესასწაულისათვის ემზადებოდა. პასექისთვის, რომელიც ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლების გახსენების გარდა, წინასახე იყო მომავალი მხსნელის მოვლინებისა.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო საშინელი და ყველაზე უფრო სამარცხვინო ჟამი დგებოდა: საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულებოდა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას.

რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

საშინელი დანაშაულის გასაქარწყლებლად, საშინელი სირცხვილისაგან ადამიანთა სულების განსაწმენდად არ იქნებოდა საკმარისი ზეციური გრგვინვა, ცეცხლი სოდომისა და გომორისა. თვისობრივად სხვა რამ იყო საჭირო, ადამიანთა და ადამიანურ ურთიერთობათა სხვა კანონი, და ეს ახალი კანონი იყო: – პატიება, შენდობა, ყოვლისმიმტევებელი სიყვარული.

ჯვარცმის შემდეგ სამყაროში არ გამქრალა ყოვლისმიმტევებელი სიყვარულის გამომხატველი სიტყვები: „მამაო, მიუტევე ამათ…“ არამარტო სტეფანე პირველმოწამემ გაიმეორა, არამედ ყოველი მორწმუნე სიხარულით და სიყვარულით წარმოთქვამდა მხსნელის სიტყვებს. ეს ყოვლისმიმტევებელი სიყვარული განახლებული ცხოვრების და განახლებული სიხარულის წყაროდ მოედინებოდა ქრისტიანულ სამყაროში. მიმტევებლობის ამ სიტყვებს მხოლოდ მას შემდეგ აქვს ძალა, რაც ისინი ქრისტემ წარმოთქვა.

მხოლოდ შენდობის სურვილი არ კმარა. საჭიროა შენდობის უფლება და მართლაც, როცა სიკეთე შეურაცხყოფილია და ზეიმობს ბოროტება, რომელსაც ამდენი უკურნებელი სალმობანი და ტანჯვა-წამება მოჰყვება, როდესაც სიცრუესა და სიბნელეს ამდენი ტკივილი მოაქვს, ვის აქვს უფლება, კი არ შეებრძოლოს ბოროტებას, არამედ შეუნდოს; შეიძულოს ცოდვა და შეიყვაროს ცოდვილი; არა განიკითხოს, არამედ გადაარჩინოს?

ეს უფლება კაცობრიობას და ყოველ ადამიანს მიანიჭა ქრისტემ; მიანიჭა ჯვრიდან. მხოლოდ მას, ყოვლადუცოდველს, განკაცებულ ძე ღმრთისას, სიყვარულს და ამავე დროს ადამიანური უსამართლობის, სიძულვილის, ცილისწამების, ღალატისა და ტანჯვა-წამების მთელი სისავსით მტვირთველს შეეძლო ამგვარი საბოლოო განაჩენი გამოეტანა კაცობრიობისათვის.

ამის შემდეგ მის მიმდევართ შეუძლიათ, და ვალდებულნიც არიან, იარონ მისი გზით.

არსებობს ჭეშმარიტებისა და ნათლის მარადიული დიადი წიგნი, აღსავსე ღმრთაებრივი სამართლიანობის აღსრულების მხურვალე მოწოდებებით. ესაა ფსალმუნთა წიგნი – წიგნი სულის წუხილისა – უკეთესობისა და სრულყოფილების წყურვილისა. მასში მრავლადაა ვედრებანი დიადი მსაჯულის მიმართ, რათა უსჯულოებზე მოაწიოს რისხვამ და მიეგოთ საქმეთა მათთაებრ. სიდიადე და კეთილშობილება გამოკრთის ძველი აღთქმის სიმართლის მაძიებლის ამ სიტყვათაგან.

გადიოდა საუკუნეები. თითქოს არ ისმენდა ღმერთი მართალთა ლოცვა-ვედრებას. დედამიწაზე ბოროტება ბატონობდა , სიმართლე დათრგუნულიყო, მსაჯული მოსვლას „აყოვნებდა“. ბოლოს და ბოლოს, აღივსო რა უსჯულოების ფიალა, ზეცას შეჰღაღადა მიწაზე დაღვრილმა ყოველი მართალის სისხლმა აბელიდან ბარუქის ძე ზაქარიამდე და მოვიდა ის, ვისაც მიეცა ყოველი ხელმწიფება, ვისთვისაც ცხადი იყო ამა სოფლის უსამართლობა და ბოროტება;

ადამიანთა მწუხარება; ვინც უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა თითოეულის ტანჯვას… ყოვლის მსაჯულ უფალს, მას, ვისაც ყოველივე ემორჩილებოდა, ზეციურიც და ქვეყნიურიც, ტახტზე მჯდომარეს ჭვრეტდა დიდი წინასწარმეტყველი დავით მეფსალმუნე. თუ ქრისტე სამეუფო ტახტზე მჯდომარე განსჯიდა, კაცობრიობისათვის განაჩენი საბოლოო იქნებოდა…

მაგრამ ყოველთა მეუფემ და მსაჯულმა ადამის მოდგმის პირველი განაჩენი არა სამეუფო ტახტიდან, არამედ ჯვრიდან, ჯვარცმულმა წარმოთქვა… ეს განაჩენი სამყაროს გადარჩენის, ახალი ცხოვრების, თავისუფლებისა და სიყვარულის საწყისად გაისმა. „მამაო, მიუტევე“… ეს სიტყვები ბოროტებაზე გამარჯვებაა! დიახ, გამარჯვებაა, არა ძალმომრეობით, არამედ სიყვარულით. ეს სიტყვები ბნელეთის სამყაროს შემმუსვრელ იმ ნათლად იქცა, ჯვარცმული მაცხოვრის სიდიადიდან რომ გამოკრთოდა.

ვასილი ეგზემპლიარსკი

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

რამდენი ათასი ადამიანი ცხოვრობს გურიაში

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა

ყველა სიახლე

სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026
სამართალი

თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი

20:30; 14.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026
სამართალი

მძიმე ავარია თბილისში – სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

12:51; 14.01.2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14.01.2026
ზაფრანი

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

12:03; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:57; 14.01.2026
ზაფრანი

სად აღინიშნება ძველით ახალი წელი   

11:47; 14.01.2026
ზაფრანი

რა არის ძველით ახალი წელი   

11:45; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:43; 14.01.2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14.01.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11:29; 14.01.2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14.01.2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო