კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე მსოფლიო თასზე, ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეჯიბრებაში მოასპარეზე ირმა ხეცურიანმა, წელს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა საკვალიფიკაციო ტურნირი მძიმედ დაიწყო, თუმცა მეოთხედფინალურ დუელში ამერიკელ დე მოლოს აჯობა, ნახევარფინალში კი ჩანდლერი დაამარცხა.
შეჯიბრის ფინალში ირმას მეტოქე ფრანგი სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ხეცურიანი დამარცხდა, თუმცა, ამჯერად, ხეცურიანმა ფრანგი მეტოქის დამარცხება მოახერხა.
დუელი ირმა ხეცურიანის გამარჯვებით ანგარიშით 15-13 დასრულდა.
დღეს, ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში გამოვა, სადაც ის მომავალი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს.
წყარო: www.2030.news