ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მორიგი უცნაური განკარგულება გასცა და ქვეყანაში ქორწილები და დაკრძალვები დროებით აკრძალა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კონგრესი გახდა, რომელიც ფხენიანში ბოლო 36 წლის მანძილზე პირველად იმართება და რომელზეც კიმ ჩენ ინი "უზენაეს ლიდერად" უნდა შერაცხონ. ჩრდილოეთ კორეას კი, ოფიციალურად გამოაცხადებენ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოდ.
ქორწილებისა და დაკრძალვის ცერემონიების დროებითი აკრძალვის შესახებ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების დაცვის იქნა მიღებული.
წყარო: newposts.ge