მთავარი პროკურორი ტელეკომპანია იმედის ყოფილი ტელე წამყვანის, შალვა რამიშვილის საჩივარს ეხმაურება.
შოთაძე აცხადებს, რომ საქმე უკვე გადაგზავნილია თბილისის პროკურატურაში და დაწყებულია იმ ინფორმაციის გადამოწმება, რაზეც მიუთითებს შალვა რამიშვილი.
მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, როგორც იმედის ხელმძღვანელი პირების ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაკითხვას.
„განცხადება შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილია და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება განცხადებაში მოყვანილი ფაქტები რეალობას.
მიმდინარეობს იმ ადამიანების გამოკითხვა და შესაბამისი მოქმედებები, რათა დადგინდეს მის განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტების რეალობა. ყველა ამ გამოიკითხება ვისი გამოკითხვის საჭიროებაც დადგება ფაქტის გადასამოწმებლად,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ამ საკითხის საბჭოს ფორმატში განხილვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემაც.
"დღესასწაულებთან დაკავშირებით საბჭო ჯერ არ შეკრებილა და პოზიციას გაცნობებთ. დისციპლინური წარმოების მიმართულებით თუ იქნება საკითხი დაყენებული, მაშინ ვიმსჯელებთ," – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.