საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში უცხოელი ბიზნესმენი, სირიის მოქალაქე მუჰამედ ამირ ბასლაჰლომ ლანჩხუთს სტუმრობდა, რომელმაც წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ჩიბათის, ლესის, ჯურუყვეთის, ეწრისა და ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა.