სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მთავრობისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, დიპლომატები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნება და ამ დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
(R)