"სამართლიანმა არჩევნებმა" ცესკო-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე კომისიის ხელმძღვანელი პირების, წევრებისა და საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების პრემიების და დანამატების ოდენობები შეისწავლა და მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თამარ ჟვანიას 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329,520.55 ლარი.
აქედან _ თანამდებობრივი სარგო 165,123.55 ლარია, პრემია _ 66.762, სახელფასო დანამატი კი 97,635 ლარი.
მსგავსი სიტუაციაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში.































































