ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ოთარ შავაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუასოფელში ოთარ შავაძეს ეჭვიანობის ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა თანასოფლელ რომან შავაძესთან. ურთიერთშელაპარაკებისას, ოთარ შავაძემ როინ შავაძეს წინასწარიგანზრახული შურისძიების მოტივით, ორჯერ დაარტყა გულმკერდის არეში ე. წ. სადგისი. ხოლოს შემდეგ, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავისა და ქვემო კიდურების არეში მიაყენა სხვადასხვა სახის დაზიანებები.
მიღებული დაზიანებების შედეგად როინ შავაძე ადგილზევე გარდაიცვლა. იმავე ღამეს ოთარ შავაძემ გვამი მდინარის ნაპირთან მიიტანა და დამარხა.
სამართალდამცავებმა შავაძე 23 აგვისტოს დააკავეს.
მოსამართლემ ოთარ შავაძეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.