პაატა ბურჭულაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა დღეს დაანონსა და მოსახლეობას ბრძოლის პირობა მისცა.
განცხადებაში, რომელიც ბურჭულაძემ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ იწყებს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც ჰქვია „სახელმწიფო ხალხისათვის“!
აღსანიშნავია, რომ ბურჭულაძემ ცოტა ხნის წინ "საქართველოს განვითარების ფონდი" დააფუძნა, რომელიც როგორც "გურია ნიუსმა" გააკრვია პარტიას არ უერთდება
_ ფონდი რჩება ფონდად და პარტია იქნება ცალკე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "საქართველოს განვითარების ფონდის" წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, ფონდი მხოლოდ მან, პაატა ბურჭულაძემ და გიორგი რუხაძემ დატოვეს და პარტიაში გადაინაცვლეს.