ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთის გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ეკატერინე მგელაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალური ტექნიკა 18 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს თოვლის საფარისგან ასუფთავებს.
აღსანიშნავია, რომ სეზონის გახსნამდე გომისთმას სნოუბორისტების ორი ჯგუფი სტუმრობდა:
"ეს არის უნიკალური კურორტი. 9 ადამიანი ვიმყოფებოდით სამი დღით. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. კარგია, რომ გომისმთაზე სნოუბორისტები იმყოფებოდნენ.
კურორტზე კლიპი გადაიღეს, რომელიც პირველ რიგში გომისმთის პოპულარიზაციისთვის გაკეთდა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ალპინისტმა მერაბ სანიკიძემ.