"წინ კვირაში რამდენმა ადამიანმა გააშარჟა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ქარტეხილი, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს მდინარეების კალაპოტებში დაგროვებული მასალის თაობაზე.
იუმორსა და სარკაზმს ვინ ჩივის, დაბლოკვისა და ჩავარდნის საფრთხეც არ გამოირიცხებოდა", _ წერს გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და განმარტავს, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია:
" ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ასეთი რესურსი უფასოდ მოიპოვონ (თუ წვრილი მხარის დიამეტრი არ აღემატება 12 სმ-ს). უფრო მსხვილი დიამეტრის რესურსის მოსაპოვებლად მოქალაქე მიმართავს სატყეო სააგენტოს.
უფლებამოსილი თანამშრომელი აღრიცხავს და დააფირნიშებს მასალას და ის ასევე გახდება ხელმისაწვდომი ყველა მსურველისათვის 1 კუბურ მეტრში მხოლოდ 3 ლარის გადახდით.
ე.ი. 12 სმ-მდე დიამეტრის მასალა – უფასოდ და დამატებითი პროცედურების გარეშე, ხოლო 12 სმ-ზე მსხვილი დიამეტრის მასალა – აღრიცხვით, დაფირნიშებითა და 1 კუბურ მეტრზე 3 ლარის გადახდით იქნება ხელმისაწვდომი. ამ რესურსზე ბენეფიციარები არ გადაიხდიან მოსაკრებელს.
სატყეო სააგენტო დამოუკიდებლადაც დაიწყებს კალაპოტების გაწმენდას და რესურსს მუნიციპალიტეტებთან ერთად გამოიყენებს სოციალური მიზნებისათვის.
მყარი ნატანისაგან გათავისუფლების გამო წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს მნიშვნელოვნად შემცირდება ნაპირების წარეცხვის და სავარგულების დატბორვის რისკი.
მდინარეების კალაპოტებში აკუმლირებული ეს მასალა უყაირათოდ კი არ დალპება და გამოიფიტება, არამედ მოსახლეობა გამოიყენებს. შედეგად შემცირდება ტყეზე ზეწოლა' _ წერს აგულაშვილი და პოსტთან ერთად იმ ხუთ ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც მასალას თან ახლავს.