ამხანაგობა “ღრმაღელე“ სპორტის სასახლესთან, სადაც "ქართული ოცნების" ყრილობა უნდა გაიმართოს აქციას მართავს.
ამხანაგობის წევრები სპორტის სასახლესთან ბანერებით დგანან და მოითხოვენ “ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცენ.
ბანერზე, რომელიც აქციის ორგანიზატორებს აქვთ მოტანილი პარლამენტის წევრები არიან გამოსახულები.
ზაქარია ქუცნაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, სოსო ჯაჭვლიანი, თამაზ ყაჭეიშვილი, პაატა ბარათაშვილი, მურმან დუმბაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ვიქტორ ჯაფარიძე, როსტომ ხალვაში, სერგო ხაბულიანი, რევაზ შავლოხაშვილი, გურამ ნისაბაშვილი, გოდერძი ბუკია და ანი მიროტაძე, აქციის მონაწილეთა განცხადებით, “ცენტრ პოინტის თაღლითების მხარდამჭერები“ არიან.