პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ახლადარჩეული წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებით, ის პარტიის წევრად პირადად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიწვია.
"შემოთავაზება მივიღე უშუალოდ კვირიკაშვილისგან და ბევრი არ მიფიქრია. შემოთავაზება მივიღე სიამოვნებით და ვაპირებ პოლიტიკურ პროცესებს დავუბრუნდე. საკმაოდ დიდი ხანი მომიწია დასვენება პოლიტიკისგან. მზად ვარ ჩავდგე ქვეყნის სამსახურში”, _ განაცხადა კოღუაშვილმა და დასძინა, რომ ის სავარაუდოდ "ქართული ოცნების" სიაშიც იქნება.
მისივე თქმით, ის თავად მიიღებს პარტიის სიის შერჩევაში მონაწილეობას და კანდიდატებს კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის და იმ ხედვების მიხედვით მიიღებს, რაც პარტიას აქვს.
კოღუაშვილი ამბობს, რომ მას, როგორც მოქალაქეს პარტიასთან შესაძლოა შენიშვნები ჰქონდეს, თუმცა ის პარტიის წევრია და ახლა ამის თქმის უფლება არ აქვს.