საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორის, გიორგი გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რაც როგორც თანამშრომლების ხელფასების კორექტირებას, ასევე გარკვეული თანამშრომლების სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებას ითვალისწინებს.
"ორგანიზაციაში მიდის რეორგანიზაცის პროცესი. ეს ითვალისწინებს თანამშრომლების სახელფასო განაკვეთის გადახედვას, ეს ასევე ითვალისწინებს, რომ ზოგიერთ თანამშრომელს შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვება. ეს პროცესი მიმდინარეობს და იმედია მალე დასრულდება", _ განაცხადა გვიმრაძემ და დასძინა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მოთხივნები მისთვის ცნობილია, თუმცა, ჯერ იურიდიულად წერილი ხელმძრავენლობასთან აღნიშნული მოთხოვნებით არ შესულა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტების ნაწილმა, ოპერატორებმა, მემონტაჟეებმა და ტექნიკურმა სპეციალისტებმა პრესკონფერენცია გამართეს და ხელფასების გაზრდა, ასევე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 83 თანამშრომელი გაფიცვას აპირებს.
ამავე თემაზე: