EURONEWS-ის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, თუმცა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ აღმოჩენილი ნამსხვრევები EGYPTAIR-ის გაუჩინარებულ თვითმფრინავს, MS 804-ს ეკუთვნის ჯერ არ გაკეთებულა.
როგორც ცნობილია, MS 804 პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, რა დროსაც, ხმელთაშუა ზღვის თავზე რადარებიდან გაუჩინარდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა.
ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ტერაქტის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე ტექნიკური მარცხი.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა რადარებიდან გაუჩინარებამდე ორი მკვეთრი მოძრაობა შეასრულა,რის შემდეგაც, ხმელთა შუა ზღვაში ჩავარდა.
როგორც ცნობილია, ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბერძნეთისა და ეგვიპტის საზღვაო ძალები გაუჩინარებულ თვითმფრინავს ამ დრომდე ეძებენ.
ამავე თემაზე