საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა ცნობილია.
"დადგენილია მკვლელობის ჩამდენი პირი. უახლოეს დღეებში მივიღებთ საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას" _ აღნიშნა ირაკლი შოთაძემ გადაცემა ”პოლიტიკაში” საუბრისას.
მისივე თქმით, საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
შეგახსენებთ, რომ გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დღისით, თვითმხილველების თვალწინ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა პირებმა, თვითმხილველების თვალწინ ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დაცხრილეს.