ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესო ქათამაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ წუთებში დაბა ნასაკირალის საარჩევნო უბნიდან მოშორებით 15 მეტრში, მისთვის უცხო ადამიანებს ხელში "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალები უჭირავთ.
მისვე თქმით, საარჩევნო უბანთან დილიდან შეიმჩნევა ძალოვანი უწყების წარმომადგნელებისა და საჯარო მოხელეეების გადადგილება.
როგორც ქათამაძე აღნიშნავს, სხვა მხრივ დაბა ნასაკირალში სიმშვიდეა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის პრესსამსახურში ბესო ქათამაძის ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ნასაკირალის საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.