ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის 59 საარჩევნო უბანზე 1225 ამომრჩეველია. მათთგან დღეს არჩევნებზე 725 ამომრჩეველი გამოცხადდა.
შუალედურ არჩევნებში ნასაკირალში კენჭს იყრიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესო ქათამაძე, ხოლო "ქართული ოცნებიდან" ნონა ტუნაძე.
ამ წუთებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი. წინასაწარი მონაცემებით, ორივე კანდიდატს ხმების თანაბარი რაოდენობა აქვს. საარჩევნო უბანზე იმყოფება დამკვირვებელი "ნაციონალური მოძრაობიდან" გურამ ჩალაგაშვილი.