ნასაკირალის მე-16 საარჩევნო უბანზე, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი დახურული კარის მიღმა დგას და კომისიის წევრებს შიგადაშიგ რჩევებს აძლევს, ხან კიდევ სიწყნარისკენ მოუწოდებს.
მის ამ საქციელს კომისიის წევრების მხრიდან შენიშვნა არ მოყოლია. "გურია ნიუსის" კითხვაზე – რას აკეთებს ის საარჩევნო უბანზე და რატომ აძლევს შენიშვნებს კომისიის წევრებს გარეშე პირი, ბეჟაშვილი ასე გვპასუხობს – "არ ვარ გარეშე პირი".
თუმცა კითხვაზე, "შინაური პირი" რატომ არის დაკეტილი უბნის გარეთ? – უპასუხოდ რჩება. ამ დროისთვის ბეჟაშვილი მინებჩამოღებული კარიდან მოწოდებებს განაგრძობს.