თვითმკვლელმა ტერორისტმა იემენის ქალაქ ადენში 40 სამხედრო იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი აფეთქება სამხედრო მეთაურის სახლთან ახლოს, ხოლო მეორე სამხედრო ბაზასთან მოხდა.
როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის კოალიციამ ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები დაიწყო, 6 200-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, სამ მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო მოსახლეობის 82%-ს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.




































































