საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის საკუთრებაში 2 მიწის ნაკვეთი, ბინა და საცხოვრებელი სახლია.
ამის შესახებ დარჩიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 18 მაისს შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, დარჩიძე ფლობს 65 კვ.მ-ის ფართობის ბინას ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე; ორ მიწის ნაკვეთს ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, რომელთა ფართობები 1142.00 კვ.მ და 1927.00 კვ.მ-ია და ამავე მისამართზე მდებარე 189.90 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს.
რაც შეეხება დარჩიძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს მან შემოსვლის სახით ჯამში 34079 ლარი აიღო.
კერძოდ, ააიპ – ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თანამდებობისთვის 25434.00 ლარი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის პოზიციისთვის 2828.00 ლარი; ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმი მეცნიერ-თანამშრომლის პოსტისთვის 2926.52 ლარი, ხოლო ააიპ – "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის" დირექტორის თანამდებობისთვის 2891.30 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
გარდა ამისა, დარჩიძეს გასულ წელს ორი გრანტი მიუღია. ერთის შესახებ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მან 4 377.00 ლარის გრანტი ბოტანიკური ბაღების კონგრესში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსებისთვის მიიღო, რომელიც ამავე კონგრესში მონაწილეობისთვის გადაიხადა. ხოლო 12650.00 ლარიანი გრანტის შესახებ დეკლარაციაში დამატებითი ინფორმაცია მითითებული არ არის.
დეკლარაციის შევსების მომენტში თამაზ დარჩიძეს საქართველოს ბანკი სახელფასო ანაგრაიშზე 0.31 ლარი; პროკრედიტ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 4.00 ლარი; ბანკი ქართუს მიმდინარე ანგარიზე 2.00 ლარი; ბაზის ბანკი სახელფასო ანგარიშზე 5.00 ლარი; თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1.74 ლარი, ხოლო საქართველოს ბანკი ანაბარზე 2010 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დარჩიძის სახელზე ორი იპოთეკური სესხია -70 000-ლარიანი იპოთეკური სესხი დარჩიძეს ბინის შესაძენად 2013 წლის 28 ნოემბერს აუღია და ვადა 2017 წელს ეწურება. პროცენტის დასაფარად კი, მან გასულ წელს 10687.43 ლარი გადაიხადა.
რაც შეეხება მეორე სესხს, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 3500.00-ლარიანი სესხი დარჩიძემ 2014 წელს, თუმცა ბანკს გასულ წელს 3500-ვე ლარი დაუფარა.
გარდა ამისა, დარჩიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან ავეჯის შესაძენად 9500.00 ლარი დახარჯა; ბინის რემონტისთვის კი 6000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, დარჩიძეს გასულ წელს საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის 11 000 ლარი აქვს დახარჯული, ხოლო 3857.91 ლარით განვადების თანხა დაფარა. დარჩიძის გასავლებმა საერთო ჯამში 44 545 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება დარჩიძის წინა წლების შემოსავლებს, 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან ჯამში 38 322 ლარი მიიღო. კერძოდ, ააიპ – ბათუმის ბოტანიკური ბაღი დირექტორის პოსტისთვის 29205.00 ლარი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის თანამდებობისთვის 5535.00 ლარი; ხოლო ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლის პოსტისთვის 3582.00 ლარი.
"გურია ნიუსი" თამაზ დარჩიძესთან დაკავშირებას ცდილობს და მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
ნარმანია, ივანიშვილი გოცაძე – ინტერესთა კონფლიქტი თბილისის ბოტანიკურ ბაღში

































































