NEWS.AZ-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, სოფელ ყულევში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა შენდება.
მაუწყებლის ცნობით, სოფელი ახლოს არის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, თანამედროვე ქარხანა მსუბუქ და საშუალო დისტილატებს აწარმოებს, გარდა ამისა, 40 მგ/სთ ელექტრო ენერგიას წარმოქმნის.
როგორც ცნობილია, ახალი ქარხნის მშენებლობაზე პასუხისმგებელი ინვესტორი კომპანია "სოკარ ჯორჯიაა".
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორს შემდეგი პირობების შესასრულებლად პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა.
როგორც ცნობილია, კომპანიამ ყულევში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2019 წლის 31 დეკემბერს უნდა გაიხსნას და 2 მილიონზე მეტი ტონა მსუბუქი ნავთობის დამუშავების უნარი უნდა ჰქონდეს.
ქარხანამ ევრო 5-ის ექვივალენტის სტანდარტის საწვავის წარმოება უნდა შეძლოს, ხოლო მინიმუმ 10 წლის შემდეგ წარმოების დაწყებიდან ქარხნის თანამშრომლების 70% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
"ამ პროექტის განხორციელება დადებითად აისახება საქართველოს ინდუსტრიისა და დასაქმების პროგრამის განვითარებაზე,"_აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.


































































