საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით 1 ივლისიდან ისარგებლებს. აღნიშნულ ინფორმაციას AGENDA.GE ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გვიან ღამით ევროკავშისრის საგარეო საქმეთა საბჭომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირებისთვის საჭირო რატიფიცირების დასრულების შესახებ.
"ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში და საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობებში,"_განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ.
სამინისტროს თქმით, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს გახსნის.
ქართულ მხარეს სჯერა, რომ მთავარია იურიდიული სისტემის განსაზღვრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის თანამშრომლობისთვის.
"საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი გულისხმობს საქართველოში ევროპის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ და სასამართლო სტანდარტებზე გადასვლის დაჩქარებას,"_აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც ცნობილია, საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2010 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობასა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 2011 წლის დეკემბერში დაიწყო.
მოლაპარაკებების პროცესში 14 პლენარული სესია და დაახლოებით 100 ვიდეო კონფერენცია გაიმართა.
მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა და 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე ევროკაშირთან ასოცირების გარიგების ინიციატივა შედგა, რომელსაც ხელი 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერა.
ყველა აუცილებელი ელემენტი ძალაში ნაწილობრივ 2014 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა, თუმცა 28 წევრის თანხმობა იყო საჭირო.
როგორც ცნობილია, 2015 წელს ბელგია იყო ევროკავშირის 28-ე წევრი, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშრის ურთიერთობის რატიფიცირება მოახდინა.
































































